"ჩვენ ვქმნით ინოვაციურ და ფუნქციურ მობილურ აპლიკაციებს iOS და Android პლატფორმებისთვის. პროცესი მოიცავს ყველაფერს — იდეის ანალიზიდან და UX/UI დიზაინიდან, გამართულ კოდირებამდე. ჩვენი მიზანია შევქმნათ პროდუქტი, რომელიც იქნება არა მხოლოდ ვიზუალურად მომხიბვლელი, არამედ მაქსიმალურად მოსახერხებელი თქვენი კლიენტებისთვის."
"აპლიკაციის გაშვება მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენი პროექტის უწყვეტ ტექნიკურ მხარდაჭერას: სისტემურ განახლებებს, უსაფრთხოების მონიტორინგს და ხარვეზების მყისიერ აღმოფხვრას. ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენი აპლიკაცია მუდამ თავსებადი იყოს უახლეს მოწყობილობებთან და ოპერაციული სისტემების ვერსიებთან."
"კარგი აპლიკაცია მომხმარებელმა უნდა იპოვოს. ჩვენ გეხმარებით ASO (App Store Optimization) ოპტიმიზაციაში, რათა თქვენი პროდუქტი პირველ პოზიციებზე გამოჩნდეს მაღაზიებში. გარდა ამისა, ვგეგმავთ ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებს, რაც უზრუნველყოფს გადმოწერების რაოდენობის ზრდას და მომხმარებელთა მაღალ ჩართულობას გრძელვადიან პერსპექტივაში."
Mobex - 2013 წელს დაარსდა, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება მობილური ტექნოლოგიების სფეროში გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ უმაღლესი სტანდარტის ციფრული პროდუქტები. ათეულობით წარმატებული პროექტი და კმაყოფილი კლიენტი ჩვენი ხარისხის საუკეთესო დასტურია. ჩვენი გუნდი მუდმივად ადევნებს თვალს ინოვაციებს, რათა თქვენს ბიზნესს შევთავაზოთ თანამედროვე, სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები. ენდეთ პროფესიონალებს, ვისთვისაც ხარისხი და მომხმარებლის წარმატება უმთავრესი პრიორიტეტია.
ჩვენი ბოლო ნამუშევრები
მობილური აპლიკაციები ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივებისთვის არის შექმნილი, მაგრამ მხოლოდ ჩვენ, მომხმარებლებს როდი გვეხმარებიან.
ცოტა ხნის წინ ალბათ ვერ ვიფიქრებდით, თუ ხელოვნური ინტელექტი ასეთი პოპულარული და ნელ-ნელა საშიშიც კი გახდებოდა.
ციფრული სამყარო დღითიდღე ვითარდება და თან საკმაოდ სწრაფი ტემპით, რამაც პროფესიული ბაზრის სრულად შეცვლა განაპირობა.